რეზონანსი
28.06.2026

 მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არასრულწლოვანთა უფლებებისა და ტრადიციების დასაცავად პროცესი დაიწყო, ყოჩაღია. პატივი და დიდება მათ, - განაცხადა „იმედის კვირასთან" ინტერვიუში მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვასილე ტარლევმა.

მისივე თქმით, ზნე-ჩვეულებები, რომელთა დანერგვასაც ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ, მოლდოველი ხალხისთვის უცხოა.

„რა თანასწორობა? მოლდოვის კანონი და კონსტიტუცია ყველა ადამიანის უფლებას იცავს. თუ ვინმეს თავისი გაუგებარი ზნე-ჩვეულებები აქვს, წავიდეს სახლში, ჩაიკეტოს კარი და აკეთოს, რაც უნდა. მაგრამ არ არის საჭირო ქუჩაში უშარვლოდ გამოსვლა და საჩვენებელი სანახაობის მოწყობა, თითქოს ეს ნორმაა.

ზნე-ჩვეულებები, რომელთა დანერგვასაც ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ, ჩვენი ხალხისთვის უცხოა და ამაზე საუბარიც კი სამარცხვინოა. ეს, რა თქმა უნდა, გარედან თავსმოხვეული, მომზადებული პროვოკაციაა. თუ წინა წლებში გარედან შემოჰყავდათ ხალხი მსვლელობისთვის, წელს უფრო შორს წავიდნენ და სამარცხვინო, სიმბოლური ქორწინება მოაწყვეს, რასაც ჩვენ არასდროს შევეგუებით.

ჩვენ ისე ვართ აღზრდილები, რომ მხარს ვუჭერთ ტრადიციულ ოჯახს: დედა, მამა და შვილები - სხვაგვარად არა. ევრობიუროკრატებს მისამართი შეეშალათ, მოლდოვაში ეს არ გაუვათ. სამწუხაროდ, ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობა უხერხემლოა, გარედან უზარმაზარ ზეწოლას განიცდის და ამ მხრივ დიდი სისუსტე გამოიჩინა.

მიმაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც არასრულწლოვანთა უფლებებისა და ტრადიციების დასაცავად ეს პროცესი დაიწყო, ყოჩაღია. პატივი და დიდება მათ. ჩვენ ვაპირებთ, გავიაროთ კონსულტაციები საქართველოს ხელისუფლებასთან, გავიზიაროთ მათი გამოცდილება და მოლდოვაშიც აუცილებლად გამოვიყენოთ ასეთივე მიდგომა", - განაცხადა მოლდოვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×