რეზონანსი
27.06.2026

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ კომენტარი გააკეთა ელენე ხოშტარიას ექიმთან კომუნიკაციასა და მასთან შეთავაზებულ შეხვედრაზე. 

„სანამ ჩვენ არ შევაფასებთ რეალურ მდგომარეობას მის მკურნალ ექიმთან ერთად, ეს არის, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მართლაც რომ აბსურდის თეატრი, იმიტომ, რომ ბრიფინგებით საუბარი, როდესაც ექიმი გამოდის და იძახის, რომ ადამიანი განიცდის, ასე ვთქვათ, საშინელ ტკივილებს და ამ დროს ბრიფინგებით ესაუბრები პენიტენციურ სამსახურს, მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ, არ ვიცი, ყველაფერს მოკლებული არის.

მინიშნებით გეტყვით, რომ მე რატომღაც, თუნდაც 2026 წლის, დაახლოებით ალბათ თებერვლის თვე იყო, რომ საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიასგან. საერთოდ სხვა პოზიცია მახსოვს მე მისგან. ამას თავად მიხვდება. ამას მოგვიანებით გეტყვით. თუ ისევ გავაგრძელებთ ბრიფინგებით საუბარს და არ გადავალთ, ასე ვთქვათ, რაღაცა კონკრეტულ საქმეზე და კონკრეტული პროცესების მართვაზე, მაშინ მე უკვე იძულებული ვიქნები, უკვე სხვა ნაბიჯები გადმოვდგა. თუმცა მე ვიცავ ამ შემთხვევაში მსჯავრდებულის ინტერესებს, ეს დაიმახსოვრეთ“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×