რეზონანსი
27.06.2026

აშშ ძალის გამოყენებას ძალის გამოყენებით უპასუხებს , - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში განხორციელებული დარტყმების შემდეგ განაცხადა.

„ირანმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ჩვენ მას პატივს ვცემთ. თუ ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი აქვთ, მაშინ შეუძლიათ ტელეფონი აიღონ და დარეკონ“, - წერს ვენსი X-ზე.

შეგახსენებთ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ გამოაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემზე თავდასხმის შემდეგ ირანის ტერიტორიაზე დრონებისა და რაკეტების საცავებს დაარტყა. მოგვიანებით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×