რეზონანსი
26.06.2026

ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართველ ჯარისკაცებზე, ეს არის სიამაყის განცდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ.

„საუბარი იყო ქართულ ჯარზე, არ ვიცი, კონკრეტულად ვისი ციტატა იყო მოყვანილი. ჩვენ ძალიან დიდი პატივს ვცემთ ქართულ ჯარს და ჩვენი პატივისცემა ქართული ჯარის მიმართ არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსების უღირსობა გამოასწორა სწორედ ქართული ჯარის თავდადებამ. ასეთი არაერთი შემთხვევა იყო და ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლიერება შეიძლება, გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ. ერთადერთი, რაც შეიძლება, ჩვენ გამოვხატოთ ქართული ჯარის მიმართ, ეს არის მადლიერება და ერთადერთი რა გრძნობაც შეიძლება, დაგეუფლოს, როდესაც საუბარია ქართულ ჯარზე და ქართულ ჯარისკაცზე, ეს არის სიამაყის განცდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×