რეზონანსი
26.06.2026

ისრაელის ხელისუფლება საქართველოსთან და ვიეტნამთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა აღნიშნული ქვეყნების სამხედროები ღაზის სექტორის უსაფრთხოების საერთაშორისო ძალებს შეუერთდნენ. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თუ შეთანხმება საბოლოოდ გაფორმდება, საქართველო და ვიეტნამი შეუერთდებიან იმ ქვეყნებს, რომლებმაც უკვე დაადასტურეს ძალების გაგზავნა. მათ შორის არიან საბერძნეთი, მაროკო, ინდონეზია, კოსოვო, ყაზახეთი და ალბანეთი.

როგორც მედია იუწყება, ღაზის „მშვიდობის საბჭოს“ წარმომადგენლებმა ინფორმაცია არ უარყვეს. მათ განაცხადეს, რომ ღაზაში მმართველობის, უსაფრთხოებისა და აღდგენის გეგმებზე მუშაობა გრძელდება, რათა „კოორდინაცია გაუმჯობესდეს და გამჭვირვალობა გაიზარდოს“.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები და სამოქალაქო-სამხედრო საკოორდინაციო ცენტრი ამ ეტაპზე ამზადებენ „სხვადასხვა მოდელს უფრო მჭიდრო კოორდინაციისა და ინტეგრაციისთვის“, რადგან მისიის მასშტაბი იზრდება. ასევე აღინიშნება, რომ პერსონალის შემცირება ამ დროისთვის არ იგეგმება და დამატებით ქვეყნებთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება.

არც საქართველოს, არც ვიეტნამს ოფიციალური კომენტარი აღნიშნულთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×