რეზონანსი
26.06.2026

ევროპაში გაუსაძლის სიცხესთან გასამკლავებლად საგანგებო ზომებს იღებენ. საფრანგეთში, სადაც ტემპერატურა უკვე თითქმის ერთი კვირაა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს, საგანგებო თავშესაფრები და დროებითი საზოგადო საშხაპეები მოაწყვეს. მოსახლეობასა და განსაკუთრებით, ღია სივრცეში მომუშავე პერსონალს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. საგანგებო ზომებს მიმართავენ საავადმყოფოებშიც, სადაც სხეულის გადახურებისა და მზის დარტყმის დიაგნოზით შეყვანილთა რაოდენობამ იმატა.

საგანგებო გაფრთხილება გავრცელდა გერმანიაშიც. ფედერალური მმართველობა იძულებული გახდა მდინარე რაინში ცურვა აეკრძალა. სიცხისგან თავის დაღწევის მიზნით მდინარეში ჩასვლას მსხვერპლი მოჰყვა, რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×