რეზონანსი
25.06.2026

 გოგა ხაინდრავას საჩივრის საფუძველზე ფორმულას წამყვანი დავით ქაშიაშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს - ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს და წერს, რომ დავით ქაშიაშვილი გამოკითხვაზე ორშაბათს, 16:00 საათზეა დაბარებული და გეგმავს, პროკურატურაში მივიდეს.

პროკურატურის განცხადებით, გოგა ხაინდრავას მიმართ ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე ცრუ დასმენის მუხლით გამოძიება დაიწყეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებას საფუძვლად დაედო გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება. სახელმწიფო ბრალდების ვერსიის თანახმად, საქმეზე გოგა ხაინდრავა უკვე გამოიკითხა და ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებებიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×