
ზთბილისის ერთ-ერთ უბანში, საბავშვო სკვერში უმისამართო სროლა იყო, რომელიც ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა. “ტვ პირველის“ინფორმაციით, 20-მდე პირი ერთმანეთს თავდაპირველად სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
როგორც თვითმხილველი ტელეკომპანიასთან აცხადებენ, ახალგაზრდები ერთმანეთს საბავშვო სკვერში გაუსწორდნენ. ისინი ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა იქ მყოფმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა. სწორედ ამის შემდეგად დაიჭრა ერთი პირი, რომელიც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდა.
დაჭრილს სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და რამდენიმე საათის წინ კლინიკიდან გაწერეს.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია. სროლის დროს სკვერში მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდებიც იმყოფებოდნენ.
საგამოძიებო უწყების თანამშრომლებმა ფაქტზე გამოძიება 118-ე და 206-ე მუხლით დაიწყეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და გამოყენებას გულისხმობს.
ტვ პირველი