რეზონანსი
25.06.2026

ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს.

„დაახლოებით 2 წელი გავიდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და როდესაც ასეთ დროს კონკრეტული ადამიანი საუბრობს სხვადასხვა ტერმინებით, ეს არის ღიმილისმომგვრელი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ჰყავს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ქართველი ხალხის ინტერესებს, ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარი და ვერც რამდენიმე ევროპარლამენტარი ამ მოცემულობას ვერ შეცვლის. ზოგადად, ევროპარლამენტის საქმე არ არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილების შეფასება. შეიძლება, ევროპარლამენტარებს ეწყინოთ ქართველი ხალხის ესა თუ ის გადაწყვეტილება, მაგრამ პატივი უნდა სცენ ასეთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×