რეზონანსი
24.06.2026

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ელენე ხოშტარიასთან მკურნალი ექიმის დაშვების საკითხზე პენიტენციური სამსახურის მხრიდან პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი განცხადება მოთხოვნის შესაბამისად იყო წარდგენილი, დღის მეორე ნახევარში მათ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ მიიღეს პასუხი.

„მიუხედავად იმისა, რომ მათ შეიტანეს განცხადება მითითების შესაბამისად, დღეს დღის მეორე ნახევარში მივიღეთ პასუხი იმის შესახებ, რომ რაღაც დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო იმისთვის, რომ მკურნალმა ექიმმა მოინახულოს ელენე ხოშტარია. ეს არის ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე კიდევ ერთი დარტყმა, ეს არის პროცესის შეგნებული გაჭიანურება და იმ მიდგომის გაგრძელება, რასაც ამ დროის განმავლობაში პენიტენციური სამსახური და რეჟიმი იყენებს ელენე ხოშტარიას მიმართ. მათთვის სულერთია ელენეს გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათ დაარღვიეს თავიანთივე პირობა - მკურნალი ექიმის დაწესებულებაში დაშვების შესახებ.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რეჟიმს და პირადად ბიძინა ივანიშვილს“,- განაცხადა ლემონჯავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×