რეზონანსი
24.06.2026

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან „კოლაბორაციონიზმში“ ადანაშაულებს.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ მისი პარტიის მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის ჩაგდებასთან დაკავშირებით, რომელიც "მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს".

"რუსეთი აჩქარებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიის პროცესს, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიების რუსეთის ფედერაციაში მიერთება. ამ მიზნით, საოკუპაციო ადმინისტრაციის სათავეში დაინიშნა რუსი ჩინოსანი და სწრაფი ტემპით ხორციელდება 2026 წლის 9 მაისს ხელმოწერილი ე.წ. „ინტეგრაციის შეთანხმება".

ამ უკიდურესად ტრაგიკული პროცესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი კობახიძე დუმილს ინარჩუნებენ და უარს ამბობენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში დარღვევების დაგმობაზე.

ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს და კვლავ უარს ამბობს ჩვენს მიერ ინიცირებული საპარლამენტო რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც მიმდინარე ანექსიის პროცესს გმობს”, - წერს გახარია X-ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×