რეზონანსი
24.06.2026

ეს რამხელა გული გქონია, შვილო!...

მეგობრის გადასარჩენად დაუფიქრებლად რომ გადახტი, შენ არ გიფიქრია საფრთხეზე, - შენ მეგობარზე ფიქრობდი...

შენ მეგობარი გადაარჩინე!

აფერუმ შენს კაცობას!...

ვწერ და ვტირი, ხიზირი, შვილო...

სანამ გეძებდნენ, ღმერთს ვთხოვდი, ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა მეათედი წაეღო, ოღონდ შენ ცოცხალი ეპოვნე იმ ათიათასობით ადამიანს, შენს საძებნელად რომ მოაწყდნენ ინგუშეთს.

ოთხი წლის წინ მარიტა მეფარიშვილი რომ გადახტა წყალში მეგობრების გადასარჩენად, - ისინიც გადარჩნენ, - ღმერთს იგივეს ვეხვეწებოდი, ოღონდ მარიტა გადაერჩინათ და ჩემი დარჩენილი სიცოცხლის ცხრა მეათედი წაეღო.

არ მისმინა ღმერთმა, მე ცოდვილს, - არც ახლა, არც მაშინ...

ვერც მის მშობლებს ვუთხარი სამძიმარი, - ვერც შენს მშობლებს ვეტყვი სამძიმარს, - არ მაქვს საკმარისი ძალა...

შენნაირი ბიჭები მიათრევენ ამ ქვეყანას წინ - სიკეთით და მეგობრის გამო წყალში დაუფიქრებლად გადახტომით...

შენს მშობლებს კი, გული თუ დასჭირდებათ ჩემი?! - აქვთ!

სისხლი დასჭირდებათ ჩემი?! - აქვთ!

ჩემი დარჩენილი სიცოცხლე დასჭირდებათ?! - აქვთ!

ინგუშო დებო და ძმებო,

თქვენთან ვარ ამ სიმწარეში და ტკივილში!...

ანგელოსს უფალი უპატრონებს!

რამხელა გული გქონია, ხიზირი, შვილო!...

 

(სოლომონ ნერგაძე)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×