რეზონანსი
24.06.2026

ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს, - განაცხადა პოლონელმა დამოუკიდებელმა ევროპარლამენტარმა გჟეგოჟ ბრაუნმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე.

„ევროკავშირის წევრებო, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა. ევროკავშირი არ არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ის თქვენს ბიზნესებზე შეტევაა მწვანე შეთანხმების მეშვეობით. ის თქვენ ერებზე შეტევაა მიგრაციული პაქტის მეშვეობით. ის არ არის სიტყვის თავისუფლების შესახებ, ის ცენზურაზეა. ის არაა მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ის მუდმივ კონფლიქტზეა როგორც შიგნით, ისე გარეთ. ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს. სინამდვილეში ის თქვენი ეროვნული ტრადიციების დასრულებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში, გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრა მიმდინარეობს. მიწვეული არ არის საქართველო. ევროდეპუტატთა ნაწილი გაფართოების პოლიტიკას და ევროკავშირის მიდგომებს აკრიტიკებს. ითქვა ევროკავშირის სანდოობის პრობლემაზეც და კანდიდატი ქვეყნების მიმართ არათანმიმდევრულ ნაბიჯებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×