რეზონანსი
23.06.2026

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შრომითი ექსპლუატაციის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ცნობით, დადასტურდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით, დაზარალებულს მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას აიძულებდა, ასევე აიძულებდა მოწყალების თხოვნას, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას თავად ეუფლებოდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა",- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×