
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანი, პარლამენტში მისი ანგარიშის განხილვისას „გახრია საქართველოს" დეპუტატების კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მის გამოსვლაში არაერთი არასწორი ინფორმაცია და არაკვალიფიციური შეფასება იყო წარმოდგენილი.
იოსელიანის თქმით, დეპუტატების მიერ გაჟღერებული ზოგიერთი ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, მათ შორის განცხადება, თითქოს მან თქვა, რომ საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეუზღუდა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლები ადამიანის უფლებების საკითხებთან კავშირში არ იყო და მათი კრიტიკა ანგარიშის შინაარსის ცოდნას არ ასახავდა.
„აქ ითქვა ისეთი რაღაცები, რომელიც უბრალოდ ტყუილია. არ ვაპირებ არც ქალბატონ სოფოს, არც მის კოლეგებს არ ვუპასუხო იმ ტყუილებზე, რომელიც აქ იკადრეს, მით უმეტეს, სიმართლის თქმით ეგიდით. ბევრჯერ ახსენეთ ქალბატონო სოფო, რომ აქედან სიმართლე უნდა ილაპარაკეთო, ოღონდ თქვენ ტყუილები ილაპარაკეთ! ეს არის განსხვავება. იცით რა არის ტყუილი? თითქოს, მე ვთქვი, რომ საფრანგეთმა შეუზღუდა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნების უფლება. მე ასეთი რამ არ მითქვამს. ამის გარდა, ისეთი რამ იკადრეთ, რაც არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს თქვენი უფლებაა და თქვენს კომპეტენციაზე მეტყველებს. თქვენი კითხვები მეტყველებს თქვენს კომპეტენციაზე. სამწუხაროდ, არც ერთს არ გაქვთ ანგარიში წაკითხული. თქვენი ამოცანა იყო მხოლოდ ასეთი პოპულისტური განცხადებების გაკეთება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის ადამიანის უფლებებთან. ამიტომაც, თქვენ ისე გადარდებთ ადამიანის უფლებები ....
ქალბატონო სოფო, გორის სოციალურ საცხოვრისზე გული რომ შეგტკივათ, საცხოვრისი გუშინ და გუშინ წინ კი არ გახსნილა. ბატონი გახარიას პრემიერობის დროსაც იგივე მდგომარეობა იყო. შეიძლება კიდევ უარესი, მაგრამ თქვენ ეს არ გიხსენებიათ. ასე, რომ თუ სიმართლეზე ლაპარაკობთ, მაშინ, ამაზეც უნდა ისაუბროთ. რაც მთავარია, უნდა წაიკითხოთ ის, რაც ანგარიშში წერია და ასეთი არაკვალიფიციურობა არ უნდა გამოავლინოთ",- განაცხადა იოსელიანმა