რეზონანსი
23.06.2026

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის განცხადება აჩვენებს, რომ მას ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს. სააკაშვილმა ორი ოპოზიციური პარტია „ბიზნესპროექტად“ დაასახელა და აღნიშნა, რომ „ლელო“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბიზნესპროექტია, „ახალი“ კი ძმები - გილაურების.

ჯაფარიძე ასევე ვარაუდობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახლა მსგავსი განცხადებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.

„დღეს, ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირება, ეს შემიძლია გითხრათ. სამწუხაროდ, ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე. შესაძლოა, ეს არის ასევე მცდელობა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული პრობლემებიდან ყურადღების გადატანა სხვაგან მოხდეს“, - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×