რეზონანსი
23.06.2026

ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია "გახარიელებისგან," ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში "კაიფს" იჭერენ, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატის, გიორგი შარაშიძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „პარლამენტში ნამდვილად არ იქნება იოლი გასეირნება კობახიძისთვის, იმედი მაქვს, ეყოფა გამბედაობა და „დიფ სთეითიდან“ ზარის ავტორსაც დაასახელებს.“

მისივე თქმით, შეიძლება შეკვეთა ასეთ ქცევის მოდელზე გერმანიაში გაქცეული მათი "ფიურერისგანაც" მოდის, რომელიც ამით იკმაყოფილებს დარდს.

„ანუ ისევ სიბინძურის, უზრდელობის და უკულტურობის ფრქვევას იხილავს აუდიტორია "გახარიელებისგან," ეტყობა მართლა გახარებულნი არიან როდესაც ამას აკეთებენ. ეტყობა ასეა მათი ტვინები მოწყობილი, რომ უზრდელობაში "კაიფს" იჭერენ.

აბა სხვა რითი უნდა ახსნა, რომ პარლამენტში სხვა ბევრი ვერაფრით დაამახსოვრეს ხალხს თავი. შეიძლება შეკვეთა ასეთ ქცევის მოდელზე გერმანიაში გაქცეული მათი "ფიურერისგანაც" მოდის, რომელიც შესაძლოა ამით იკმაყოფილებს დარდს“ - წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×