რეზონანსი
22.06.2026

4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა გამოცხადდეს სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე. სწორედ მისი საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადაიდო პროცესი. დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, აღიარებს თუ არა ერთ-ერთი დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე ბრალს და მოითხოვს თუ არა საპროცესო შეთანხმებას.

საქმის ამ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×