რეზონანსი
22.06.2026

მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე პოდკასტ "გაბედეს" სტუმრობდა, სადაც სხვა თემებთან ერთად, ქალიშვილის გარდაცვალების ამბავზეც ისაუბრა (2019 წლის 4 ივნისს თბილისში ტრაგედია დატრიალდა -15 წლის ნიჭიერი გოგონა ლენო გვარჯალაძე, საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადახტა. ის მუსიკოსის, პროდიუსერის გიორგი გვარჯალაძისა და ტელეწამყვანის ლულუ კახიანის შვილი იყო):

„მე დამამძიმებელი გარემოებაც მაქვს, რომ მე ვცემე და მან დაწერა, რომ აი მამამ მცემა... და ეგრე წავიდა. არ ჰქვიაო მაგას ცემაო და ანუ ახლა აბა რა ჰქვია, დავარტყი ხელი ორჯერ. და რამდენიმე საათში გადახტა. მე რომ დავარტყი, ვიცოდი, რომ გადახტებოდა და ვუთხარი, რომ ხომ უნდა გადახტე და გადახტი-თქო... და გადახტა... ოღონდ რომ გადახტა, მე იქ აღარ ვიყავი... იმ დროს ორ ადამიანს უჭირდა და ჩემი შვილი არ დავაპრიორიტეტე, მეორეს გადასარჩენად წავედი. ეს დედამისს შევტენე, რომ აი, შენ მიხედე. გავწირე რა, რაღაც პონტში, მაგრამ... ჩემი ბრალი ან რამე ეგ კი არ არის. სხვანაირად არ შემეძლო. მაშინ ის იყო ჩემი გზა, ჩემი რესურსი, ჩემი ხედვა და ახლა ის, რომ უკვე სხვანაირად რომ მექნა და რაღაცები, რაშიც ბევრი წელი ვიხარშებოდი ხო? ახლა ეგ სისულელედ მიმაჩნია, საერთოდ წონა არა აქვს მაგას... განა ემოცია არ მაქვს ან სიყვარული, ან მონატრება, მაგრამ მაქედან არ ვმოქმედებ...“ - განაცხადა გიორგი გვარჯალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×