რეზონანსი
21.06.2026

ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში უსაფრთხოების ზონიდან არ გავლენ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.

„ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების მებრძოლებისთვის საფრთხეების აღმოსაფხვრელად შეზღუდვები არ არსებობს", - განაცხადა ისრაელ კაცმა.

მისი თქმით, „ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები უსაფრთხოების ზონაში რჩებიან, რომლებიც ჩრდილოეთის დასახლებებს იცავენ".

მანამდე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის გარეშე ირანი აშშ-სთან საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.

„ამ დებულებების, განსაკუთრებით პირველი პუნქტის [ომის დასრულება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში] შესრულების გარეშე, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების ფაზაში ჩართვა შეუძლებელია", - აღნიშნა ბაღაიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×