რეზონანსი
21.06.2026

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, „თეთრი არწივის“ ორდენი, ფოსტით დააბრუნა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ჯილდოს ჩამორთმევის შესახებ ბრძანება გამოსცა.

პოლონური მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ზელენსკის გადაწყვეტილება, სამხედრო დანაყოფისთვის იმ დაჯგუფების სახელის მინიჭების შესახებ, რომელსაც პოლონეთი მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეთნიკური პოლონელების ხოცვა-ჟლეტას უკავშირებს.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამწვავების ფონზე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „ისტორიისა და ორდენების ომში გამარჯვებული მხოლოდ მოსკოვია“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×