რეზონანსი
21.06.2026

სტიქია კახეთში - სეტყვამ და ქარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი სახლების სახურავები და ერთწლიანი სამეურნეო კულტურები დააზიანა. დაზარალდა პანკის ხეობის რამდენიმე სოფელი. მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს სპეციალური კომისია შეისწავლის. სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტი წელს უკვე მეოთხედ დააზარალა.

„დააზიანა საკარმიდამო ნაკვეთები, განსაკუთრებული ზიანი მიადგა საცხოვრებელი სახლების სახურავებს. ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ვითვლით ზარალს“, - განაცხადა ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×