რეზონანსი
20.06.2026

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს, მათ შორის, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ნანუკა ჟორჟოლიანით ჩანაცვლების გადაწყვეტილებას აფასებს.

„რა თქმა უნდა, ეს არის უპატივცემულობა თავად პარტიის მხრიდან ქალბატონი ბოკუჩავასადმი და მისი რეაქციაც ბუნებრივი იყო იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რა თქმა უნდა, პირადი კონსულტაციები უნდა გამართულიყო. თუმცა, აქაც ჩანს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ უშუალოდ თავისი ლიდერები მიმართაც“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

თინა ბოკუჩავას განცხადებით, სააკაშვილის კრიტიკანარევი პოსტები გულდასაწყვეტია. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის განცხადებით, ერთ დღეს განახლებული ნდობით მანდატი მისცეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი საპირისპირო შინაარსის განცხადებები წაიკითხა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ყრილობამდე, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარე ნანუკა ჟორჟოლიანი ხდება. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჟორჟოლიანმა პარტიულ ორგანიზაციებთან შეხვედრები უკვე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×