რეზონანსი
19.06.2026

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შერჩევითად შეჩერებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტის შეკითხვაზე განაცხადა, რომ ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან მსგავსი განცხადებები პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენება და საზოგადოების ფრაგმენტაციის მიზანს ემსახურება.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, აღნიშნული მიმართულია საქართველოს ინტერესებისა და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ევროპელი პოლიტიკოსები, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში პოლარიზაციასთან დაკავშირებით გამოხატავენ წუხილს, მეორე მხრივ, კი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება კიდევ უფრო დაყონ, ერთმანეთთან დააპირისპირონ და ჩვენი საზოგადოების ფრაგმენტაციისთვის გამოიყენონ ის პოლიტიკური ინსტრუმენტები, რაც ხელში აქვთ. ასეთი განცხადებების გაკეთება მიმართულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არანაირად არ შედის არც ევროპის და არც საქართველოს ინტერესებში“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×