რეზონანსი
19.06.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ხაზს უსვამს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანობის მნიშვნელობას და აცხადებს, რომ ჩინეთთან პარტნიორობა და დიალოგის გაგრძელება ორგანიზაციის საერთო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთიდან ევროკავშირში იმპორტის მაჩვენებელი საგრძნობლად, 45%-ით გაიზარდა.

„რაც შეეხება ჩვენს ძირითად ეკონომიკურ პარტნიორებს. მაგალითად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩინეთიდან ევროკავშირში იმპორტი 45%-ით გაიზადა. მოხარული ვარ, რომ წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანობაზე დაფუძნებულმა ევროპულმა პასუხმა და ჩინეთთან დიალოგის გაგრძელების აუცილებლობამ მკაფიო მხარდაჭერა მოიპოვა. ჩინეთთან დიალოგი კვლავაც გადამწყვეტია. კომისია ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს და ეს საკითხი ჩვენი საერთო დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად დარჩება“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×