რეზონანსი
19.06.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განიხილეს.

„ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შევხვდი და სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაფართოების გზები განვიხილეთ. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთგულება საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების იდეისადმი“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×