რეზონანსი
19.06.2026

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მოძრაობა აღდგა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები კი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. "როიტერის" ინფორმაციით, "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 78-79 დოლარია.

პარალელურად, ამერიკის ცენტრალური სარდლობა ადასტურებს, რომ შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის სამხედრო გემები რეგიონში რჩებიან, რათა ირანთან შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა უზრუნველყონ.

ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით კი, მომზადებულია გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ შტატები სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს.

ირანის სულიერი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი აცხადებს, რომ განსხვავებული შეხედულების მიუხედავად, აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმება მიიღო. მისივე თქმით, შეთანხმების მისაღწევად "სასოწარკვეთილმა დონალდ ტრამპმა ყველანაირი ბერკეტი გამოიყენა".

გავრცელდა მედიატორის პოზიციაც. პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შვეიცარიაში ირან-აშშ-ის მემორანდუმის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაუქმდა, რადგან დოკუმენტს მხარეებმა ხელი დისტანციურად უკვე მოაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×