რეზონანსი
18.06.2026

 აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ყველა ფრონტზე სრულ ცეცხლის შეწყვეტას ელის. მან ახლო აღმოსავლეთში ყველას მოუწოდა, რომ თავიანთი ვალდებულებები შეასრულონ.

"შეერთებული შტატები მშვიდობის ერთგულია და ჩვენ მოვუწოდებთ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველას, შეინარჩუნონ თავიანთი ვალდებულება, რათა ჩვენი მოლაპარაკებები კარგად წარიმართოს," - წერს დონალდ ტრამპიTruth Social-ზე.

"ჩვენ ველით სრულ ცეცხლის შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, ჰეზბოლასა და ისრაელს შორის"- აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.

შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს პირველად შეთანხმებას, რომელიც საბოლოო გარიგებაზე 60-დღიან მოლაპარაკებების პერიოდს იწყებს. ურთიერთგაგების მემორანდუმის ტექსტი მოითხოვს სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში. თუმცა, ისრაელმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ლიბანიდან ჯარებს არ გაიყვანს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×