რეზონანსი
18.06.2026

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე ევროპელებმა ტრამპს თავი მავნე იდეებით გამოუტენეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ისინი ცდილობენ ტრამპი დაარწმუნონ, რომ პროუკრაინული პოზიცია დაიკავოს.

„სამიტზე უკრაინის თემა აქტიურად განიხილებოდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ტრამპს თავი უსარგებლო და მავნე იდეებით გამოუტენეს“, - განაცხადა უშაკოვმა.

მისი თქმით, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნონ, რომ „ბრძოლის ველზე სიტუაცია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ იცვლება“.

„ეს სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება. ისინი ცდილობენ ტრამპი დაარწმუნონ, რომ პროუკრაინული პოზიცია დაიკავოს. ევროპელები მავნე გავლენას ახდენენ, მაგრამ ტრამპი ძლიერი პოლიტიკოსია და საკუთარი შეხედულებების ერთგულია“, - აღნიშნა უშაკოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×