რეზონანსი
18.06.2026

უსამართლობასა და ზეწოლას, ჩვენ სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ე.წ. საბოტაჟის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა.

„უსამართლობასა და ზეწოლას, ჩვენ სიმშვიდით, ერთიანობითა და რწმენით უნდა ვუპასუხოთ და ეს უნდა იყოს ჩვენი პასუხი ამ დევნასა და უსამართლობაზე.

არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს ჩვენი წონასწორობის კარგვა. გვესმის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა და ამას ჩვენ სიმშვიდე და რწმენა უნდა შევაგებოთ. საზოგადოებას კი აუცილებელია ერთიანობისკენ, წინააღმდეგობებისა და განსხვავებების გადალახვისკენ მოვუწოდოთ. ეს არის გამოსავალო არ რთულ სიტუაციაში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×