რეზონანსი
17.06.2026

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტირებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში პირველად დაიწყებს ბენზინის საზღვაო გზით იმპორტირებას, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად გაჩენილი დეფიციტი აანაზღაუროს.

Reuters-ის ცნობით, ბენზინი რუსეთის ერთ-ერთ დასავლეთ პორტში უნდა მიიტანონ აზიის ქვეყნიდან. წყაროებმა არ დააზუსტეს კონკრეტულად რომელიც ქვეყნიდან იქნება ბენზინი. გასულ წელს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ჩინეთში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში შეძენას განიხილავდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთმა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა საწვავის ბელარუსიდან იმპორტი. მოსკოვმა ასევე ბენზინი მოსთხოვა ყაზახეთს, მაგრამ არც ბელარუსს და არც ყაზახეთს არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრეები, რათა საგრძნობლად შეავსონ რუსული ბაზარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×