რეზონანსი
17.06.2026

იმპულსური და არადთანმიმდევრული - ასე ეხმაურება ენმ-ს თავმდჯომარე თინა ბოკუჩავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით გავრცელებულ განცხადებას. სააკაშვილმა Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ენმ-ში მისი თავმჯდომარეობის კანდიდატი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანია.

როგორც ბოკუჩავამ ბრიფინგზე თქვა, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მისთვის მოულოდნელი და უკიდურესად სამწუხარო იყო.

„"მე გზაში ვიყავი, როცა მიხეილ სააკაშვილის ეს განცხდება წავიკითხე.  თქვენ გახსოვთ, 6 დღის წინ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში პოსტი, რომ ის მხარს მიჭერდა მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს იმ ცვლილებების განსახორციელებლად, რაც მას მიაჩნია, რომ აუცილებელია "ნაციონალური მოძრაობის" გაძლიერებისათვის. მეტიც, მე მას გუშინდელ ეთერში მადლობა გადავუხადე ამ განახლებული ნდობის მანდატისთვის, იმიტომ, რომ ჩემი ვადა იწურება ერთ თვეში. მე მას მადლობა გადავუხადე განახლებული ნდობის მანდატისთვის, რომ ჩვენ საერთო ძალისხმევით და სწორი მიდგომით და სწორი ხედვით გაგვეტარებინა რეფორმები ენმ-ში.

მართალი გითხრათ, ის პოსტი, რომელიც მე ბრიფინგამდე გზად წავიკითხე, მოულოდნელი იყო და ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არადთანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ. მაგრამ ეს რა თქმა უნდა იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ გავჩერდებით და არ ვიბრძლებთ ელენეს ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის", - განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის მისი კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანია. ივლისში ყველა თანამდებობის პირს „ნაციონალურ მოძრაობაში“ უმთავრდება ვადა. სააკაშვილის განმარტებით, აუცილებელია თავმჯდომარის არჩევნები იმ ფორმატით, „რომელიც რეჟიმის მხრიდან ჩარევას გამორიცხავს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×