რეზონანსი
17.06.2026

ევროკომისია გლობალური შიმშილის 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, უკიდურესი გასაჭირის გამომხატველი ეს პრობლემა შეფასებულია 4 ფაქტორით - მოსახლეობის არასაკმარისი გამოკვება; წონის კლება ბავშვებში; ბავშვების ჩამორჩენა სიმაღლეში და ბავშვთა სიკვდილიანობა.

ევროკომისიამ მსოფლიოს მასშტაბით იმ 98 ქვეყნის სია გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობის შიმშილობა პრობლემას წარმოადგენს. პრობლემური ქვეყნებს შორის ევროპიდან მხოლოდ სამი ქვეყანა მოხვდა -  უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.

კვლევას მსოფლიოს სამი მოწინავე პროფილური საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი აწარმოებს: „მოშიმშილეთა მსოფლიო დახმარების" ორგანიზაცია, ორგანიზაცია „მსოფლიო შეშფოთება“ და ორგანიზაცია „მშვიდობის და შეიარაღებული კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ქვეყანა ანგარიშის მიხედვით საუკეთესო ოცდახუთ ქვეყნას შორის მოხვდა და პრობლემისგან თავისუფლებით პირველ პოზიციაზეა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკიდურესი სიღარიბის გამომხატველი ეს პრობლემა, საქართველოში მოწინავე დონეზეა და დადებითად არის გადაწყვეტილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×