რეზონანსი
17.06.2026

ბათუმის კლინიკაში გარდაცვლილი არასრულწლოვნის ოჯახის წევრები და მეგობრები აცხადებენ, რომ სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებენ. მათი თქმით, უცნობი პირები ლუკა ჩხიკვიშვილის გარდაცვალების საქმეზე საჯარო საუბრის შეწყვეტას ითხოვენ და პასუხისმგებლობით ემუქრებიან.

ოჯახი გამოძიებას, ბავშვის სიკვდილში დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას სთხოვს.

„პიროვნება არის გიორგი ლომია, უბრალოდ, ფეიკი გვერდი აქვს, როგორც ჩანს, გაკეთებული იმიტომ, რომ მალევე წაშალა. მოკლედ, მუქარის მესიჯებს გვიგზანის, რომ სამართლებრივად თითოეული თქვენგანი აგებთ პასუხს იმაზე, ჩვენ რომ ვაკეთებთ „ფეისბუქზე“ განცხადებებს, ვწერთ, რომ „დაისჯებით“ და ა.შ. ჰოდა, ამ პიროვნების დადგენა გვინდა, ვინაა და რას ითხოვს. იმის ნაცვლად, რომ ისინი დაისაჯონ, აქეთ გვეუბნებიან, თქვე დაისჯებითო, თან სამართლებრივი გზითო. ნათესავს ჰონდა გაზიარებული ეს პოსტი და ვისაც კი კომენტარი ჰქონდა გაკეთებული, ყველას ერთი და იგივე ტექსტები მისწერა, რომ დაისჯებით სამართლებრივი გზით“, - ამბობს ოჯხის წევრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×