
ბოლო დღეებში ბაჩო ახალიას ცოლი, ანი ნადარეიშვილი მწვავე კომენტარებზეა გადასული, რასაც საზოგაოდების დიდი ნაწილი უკმაყოფილება მოჰყვა. მათ შორისაა ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, რომელმაც ანი ნადარეიშვილს მისამართით ასეთი რამ დაწერა:
"ეს ტუტუცი ახალაიას ცოლი, როგორ ბედავს ასეთი შეურაცხყოფის მიყენებას იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც სწორედ მისი ჯალათი ქმრის, ბაჩო ახალაიას მიერ არიან სასტიკი წამების მსხვერპლნი და საერთოდ რამდენი ოჯახი ამოწყვიტეს და გაანადგურეს ამ ნაცჯალათების ხროვამ.
მოვითხოვთ! დაგვიანებით მაგრამ მაინც, მოხდეს მათი ნაც. პარტიის და ასევე მათი სატელიტების აკრძალვა. ამდენი ჩადენილი დანაშაულების შემდეგ კიდევ როგორ უნდა გვესმოდეს მათი ხმები, კიდევ როგორ უნდა გვიბედავდნენ ეგენი ქუჩაში გამოსვლებს, ვითომდა ადამიანის უფლებების დასაცავად. აგებინეთ პასუხი, ყველა დამნაშავეს და მიუჯინეთ კრიმინალ, სადისტ მიშას ციხეში. გაუსაძლისია უკვე მაგათი ხმის გაგონება, მით უმეტეს ყველა ტელე არხებზე. დავივიღალეთ!“
ანი ნადარეიშვილმა ია მეტრეველს სოციალურ ქსელშივე უპასუხა:
,,ქალბატონო ია, თქვენი ტრაგედია არანაირად არ გაძლევთ უფლებას იკადროთ ყველაფერი, მით უმეტეს, რომ არ სარგებლობთ, რბილად რომ ვთქვათ, კარგი რეპუტაციით ამ ქვეყანაში.
თქვენ რა გაქვთ სათქმელი ბაჩო ახალაიაზე. მაშინ როცა ბუტა რობაქიძის ტრაგედია მოხდა, ბაჩო სახალხო დამცველის მოადგილე იყო და მისი ანგარიში ასახავს მის დამოკიდებულებას იმ ტრაგიკული ფაქტის მიმართ.
რომელ “სასტიკი წამების მსხვერპლზე” საუბრობთ სახელები და გვარები არ აქვთ ამ “მსხვერპლებს”?! ან მათ მაგივრად თქვენ რატომ ჭორაობთ? სად არიან? სააააად???
თქვენი ბოლო აბზაცი მეტყველებს ვინაა სადისტი და მანიაკი. ორჯერ დაგვხვრიტეთ ყველა ქალბატონო ია, ორჯერ! ერთხელ არაა საკმარისი, რომ არ გადავრჩეთ”.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე