რეზონანსი
14.06.2026

პარასპორტი არის უნიკალური შემთხვევა, რადგან ყოველ წელს ისინი აუმჯობესებენ თავის შედეგებს და მიჩვეული ვართ, რომ 100-ზე ნაკლები სინჯის მედალი არ გვაქვს ხოლმე წლის მანძილზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა" ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები" რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ამ წლის პირველ კვარტალში 30-ზე მეტი მედალი აქვთ მოპოვებული პარასპორტსმენებს.

„ჩვენ ვეცადეთ, რომ ამ ფილმით გადმოგვეცა არა მხოლოდ მათი ისტორიები, არამედ მთლიანად ამ მოძრაობის ისტორია საქართველოში და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოებისთვის ეს ფილმი იქნება ისეთივე შთაგონების წყარო, როგორიც იყო ჩვენთვის, როდესაც ამ ფილმზე ვმუშაობდით", - აღნიშნა ბაჩო ოდიშარიამ.

„განუსაზღვრელი შესაძლებლობები", - ასე ჰქვია პარალიმპიელთა შესახებ ფონდ „ქართუსა" და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×