რეზონანსი
14.06.2026

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის მონიტორინგის სამსახურმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევებზე, ახალი ტაძრის უნებართვო მშენებლობის ფაქტი გასულ წელს გამოავლინა.

სააგენტომ რეაგირება დაუყოვნებლივ მოახდინა და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით, წერილობით მიმართა სამუშაოების უშუალოდ განმახორციელებელ, რუის-ურბნისის ეპარქიას. ვითარების თაობაზე, ასევე ეცნობა საქართველოს საპატრიარქოს, როგორც ძეგლის მესაკუთრეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის სამსახური ადგილზე ვითარებას კიდევ ერთხელ შეაფასებს, რის შემდეგაც განხორციელდება კანონით განსაზღვრული ქმედებები.

სააგენტო მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და არ დაუშვას ისტორიული ძეგლების დაზიანება ან განადგურება", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×