რეზონანსი
14.06.2026

პარტია „ხალხის ძალის" აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა „იმედის" ეთერში, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადების, ოპოზიციური მედიების მხრიდან გაყალბებისა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი წინადადების გავრცელების ფაქტს.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიცია გაყალბებული ფრაზებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობს.

„როდესაც მიხვდნენ, რომ დებატებში წააგეს, ღირსება არ ეყოთ, შეერგოთ და მომზადებულიყვნენ მომავალი დებატებისთვის, პირიქით, აყალბებენ ფრაზას და ამ გაყალბებული ფრაზებით ცდილობენ რაღაც პოლიტიკურ მანიპულაციებს და პოლიტიკური ქულების ჩაწერას.

შეიძლება ეს „კარგიც" არის იმიტომ, რომ სხვა არაფერი დარჩა იმ დებატებიდან, რომ ეთქვათ - დებატების ეს ნაწილი ჩვენ მოვიგეთ და ადგნენ და გააყალბეს ფრაზა. თუმცა ესეც ჩაუვარდათ და წაგებული დებატები, ორჯერ და ხუთჯერ უფრო მეტად იქნა წაგებული იმის მერე, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ გააყალბეს ფრაზა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ოპოზიციური მედიის მორიგი „ფეიკი": რატომ გააყალბეს „ტაბულამ" და „ფორმულამ" მდინარაძის განცხადება და რა მიზნით შეცვალეს მის მიერ ნათქვამი სიტყვები, სიტყვით „ნებისმიერი" - რა თქვა სინამდვილეში მამუკა მდინარაძემ?

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×