რეზონანსი
14.06.2026

"მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ქართული სპორტის განვითარებას და დღევანდელი დღეც ამ ყველაფრის მაგალითია და მინდა წარმატებები ვუსურვო აქ შეკრებილ ახალგაზრდებს" - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრმა, ლაშა ტალახაძემ "სტუდენტური ფესტივალი 2026"-ში მიიღო მონაწილეობა.

დღეს თბილისში დიდი სპორტული ღონისძიება გაიმართა. ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნამდე 5-კილომეტრიანი მარათონი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. 

"წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, სპორტული ღონისძიებებით გამოირჩევა. ძალიან ბევრ ჩემპიონატს ვუმასპინძლეთ, დიდი რანგის ჩემპიონატებს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სპორტის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, სადაც არიან ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენც იქ ვიმყოფებით და მაქსიმალურად მხარს ვუჭერთ ქართული სპორტის განვითარებას და დღევანდელი დღეც ამ ყველაფრის მაგალითია და მინდა წარმატებები ვუსურვო აქ შეკრებილ ახალგაზრდებს," - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×