რეზონანსი
14.06.2026

თორნიკე ჭეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ანონსს გამოეხმაურა, რომელიც 2022 წელს პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემის ფაქტს ეხებოდა. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ეს საპოლიციო სისტემის დისკრედიტაციის ფაქტად შეაფასა, რადგან ანონსში არ იყო განმარტებული, რომ საქმე უკვე გახსნილი იყო, მოძალადეები კი დაკავებულები.

„ეს პირდაპირ შეიძლება შეფასდეს, როგორც სამართალდამცავი უწყებების დისკრედიტაციის მიზანმიმართული მცდელობა, ვინაიდან ძალიან კარგად მოეხსენებათ რადიკალებს, რომ სწორედ ჩვენი საამაყო პოლიციელები, სამართალდამცველები იყვნენ ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომელმაც არ დაუშვა ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით, ძალადობრივი სცენარით პროცესების განვითარება, რევოლუციების მოწყობა. ახლა ცდილობენ, რომ ცალკეული ფაქტები გამოამზეურონ, აბსოლუტურად კონტექსტიდან ამოგლეჯილად, შესაბამისი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე და საზოგადოებას გაუჩინონ იმის ილუზია, თითქოსდა პოლიციაში ძალადობას სისტემატური ხასიათი აქვს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.

ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ 12 ივნისს, ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.

ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×