რეზონანსი
13.06.2026

იმდენად უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენსა და გარე აქტორებს შორის, რომ იურიდიული გადაწყვეტები ხშირად იძულებითი სვლაც არის - იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.

მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველოს ჰყავს ძლიერი სპეცსამსახურები.

„იმდენად უთანასწორო ბრძოლაა, ჩვენსა და გარე აქტორებს შორის, რომ ის იურიდიული გადაწყვეტები ხშირად იძულებითი სვლაც არის. მქონია დისკუსია ადამიანებთან, გამჭვირვალობის კანონის დროს, როცა არგუმენტი აღარ არსებობდა და დაუბრუნებიათ პასუხი, „აბა რატომ ამბობს ამერიკა და ევროპა, რომ რუსულია“. იურიდიულ გადაწყვეტას რომ გვიწუნებთ, ამ ნარატივის გარედან მხარდაჭერა რამხელა იყო, ძალიან კარგად იცით. გვყავს ძლიერი სპეცსამსახურები და მადლობა მინდა ვუთხრა, ვისთანაც ვიმუშავე. მეამაყება, რომ დღეს ჩვენ ვაკავებთ ჯაშუშებს. ჩვენს ქვეყანას პრაქტიკულად ჯაშუში არასოდეს დაუკავებია და დღეს შემიძლია ვთქვა, რომ კი, ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენ თვითკმაყოფილებაში არ უნდა წავიდეთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×