რეზონანსი
13.06.2026

თუ ქვეყანა სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით ომში ჯარისკაცებს აგზავნის, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას - სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

გორდულაძემ ყოფილი სახალხო დამცველის მიერ რუსთაველის გამზირზე გაკეთებული განცხადება გაიხსენა, სადაც ლომჯარია აცხადებდა, რომ რუსთაველზე ბომბების წვიმა ურჩევნია.

„ყოფილი სახალხო დამცველი, ნონო ლომჯარია დადგა რუსთაველის გამზირზე და განაცხადა: მე მირჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს, იმ სირცხვილს, რასაც ახლა განვიცდით მთელი ერიო - და რა იყო ეს სირცხვილი. ის, რომ ჩარტერური რეისით მთავრობამ არ დაუშვა კონკრეტული „მოხალისეების“ გაგზავნა, არ დაუშვა, რომ საქართველო სანქციებს მიერთებოდა და მესამე - თურმე საქართველომ არ გადავეცით სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. ახლა მარტივი კითხვა: თუ ქვეყანა სხვა ქვეყანას აწვდის იარაღს, თავისი გადაწყვეტილებით და თანხმობით აგზავნის ჯარისკაცებს ომში, აწესებს ეკონომიკურ სანქციებს, ეს ქმნის თუ არა ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმას. სამწუხაროდ ამ ყველაფერზე არავინ საუბრობს“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×