რეზონანსი
13.06.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„მეხანძრე-მაშველები სტიქიის დროს დაღუპული კოლეგის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანშიც იმყოფებოდნენ და მისი სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი 2015 წლის 13 ივნისს, სხვა მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ვერეს ხეობაში, სტიქიის ეპიცენტრში, სამაშველო სამუშაოებს ასრულებდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×