რეზონანსი
13.06.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ისმაილ ბაღეი აცხადებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ხვალ არ გაფორმდება. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისმაილ ბაღეიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს მხრიდან ყოყმანის გამო, ირანი ხელმოწერის თარიღთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას სიფრთხილეს ინარჩუნებს.

„ისლამაბადის მემორანდუმი, რომლის ხელმოწერის პროცესი მიმდინარეობს, ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და ამ ეტაპზე გადაწყდა, რომ ბირთვულ საკითხზე დისკუსია არ გაიმართება. ჩვენ უნდა დაველოდოთ მემორანდუმის ხელმოწერის ზუსტ დროს; მიუხედავად იმისა, რომ ეს ხვალ არ მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ ეს უახლოეს დღეებში მოხდეს. თუმცა, მეორე მხარის არასტაბილურობის გამო, ამ პროცესთან დაკავშირებით ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას სიფრთხილე გვმართებს“, - აღნიშნა ბაღეიმ.

ცნობისთვის, პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფიმა განაცხადა, რომ აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერდნენ ხელს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×