რეზონანსი
13.06.2026

არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში. ჟურნალისტი „ნოდარ მელაძის შაბათის“ ანონსს ეხმიანება და ამბობს, რომ ძალიან უნდათ „ნაცებს“, ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმე, რაც აჩვენებინებს, რომ „ოცნება“ იქცევა „ნაცებივით“, მაგრამ ვერ მიაღწევენ, რადგან „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას.

„ძალიან უნდათ, პირველ რიგში „ნაცებს“, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩაიდინოს რაიმე ისეთი, რაც მათ ტვ უკანასკნელებს აძახებინებს და აჩვენებინებს, რომ „ოცნება“ იქცევა „ნაცებივით“. მართლა ოცნებად აქვთ ქცეული და ვერა და ვერ აღწევენ ამას.... გეტყვით, რატომ ვერც მიაღწევენ - ჯერ ერთი იმიტომ, რომ „ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც არ დაუშვებს ვინმეზე ხელის დაფარებას, ეს მეტი როგორ უნდა დაუმტკიცოს სრულიად ურწმუნო ადამიანსაც კი, არ ვიცი... მეორეც ერთი იმიტომ, რომ „ოცნების“ გუნდი, „ნაცებისგან“ განსხვავებით, ადამიანებისგან შედგება და არა მანიაკებისგან. „ნაცების“ დროს ადამიანებზე ძალადობაზე, მათთვის თავმოყვარეობის გათელვაზე იდგა სისტემა, დღეს კი სისტემა ცდილობს რომ გამოავლინოს და დასაჯოს ძალადობრივი ფაქტის ნებისმიერი ჩამდენი. არ არსებობს ქვეყანა, სადაც პოლიციელის მხრიდან არ ხდება სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, მთავარია, რა რეაგირებას ახდენს ამაზე სახელმწიფო და როგორია პოლიტიკური ნება.

ის ფაქტი, რომ დაწყებული პრემიერიდან, საჯარო გამოსვლებში, თუ ქმედებებით, უმაღლესი თანამდებობის პირები იბრძვიან ამ მანკიერი, მე ვიტყოდი, ნაცური მეთოდების წინააღმდეგ, პოტენციურ მოძალადეს იმასაც აიძულებს, ორჯერ დაფიქრდეს სანამ პოლიციელის მუნდირის გასვრას მოინდომებს. სამწუხაროდ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ სამომავლოდ კვლავ მოინდომოს ვინმემ საკუთარი კომპლექსების ძალადობრივი ქმედებებით კომპენსირება და სწორედ აქ მაქვს ოცნების დღევანდელი შემადგენლობის იმედი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევას მკაცრი რეაგირება მოჰყვება“, - წერს გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×