რეზონანსი
12.06.2026

გაეროში ჩვენი ფილმის ჩვენებამ წარმატებით ჩაიარა, რასაც მოწმობს დამსწრე საზოგადოების რაოდენობა და ფილმზე მათი გამოხმაურება, - განაცხადა რეჟისორმა ბაჩო ოდიშარიამ, რომლის დოკუმენტური ფილმის „განუსაზღვრელი შესაძლებლობები“ ჩვენება გაეროში, შშმ პირთა უფლებების კონვენციის მონაწილე ქვეყნების გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა.

რეჟისორის თქმით, მაყურებელმა იხილა, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტში და რამხელა პროგრესია შშმ პირთა უფლებების დაცვის მხრივ 2012 წლიდან დღემდე.

„არაერთი საინტერესო კითხვა დაგვისვეს და მათ კიდევ ერთხელ იხილეს, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში პარასპორტის მიმართულებით, შშმ ადამიანების უფლებების დაცვის მიმართულებით და რამხელა პროგრესია 2012 წლიდან დღემდე, როგორ ვითარდება და განაგრძობს უწყვეტ რეჟიმში განვითარებას როგორც შშმ ადამიანების უფლებების ნაწილი სახელმწიფოსგან ზრუნვის მხრივ, ისე პარასპორტსმენების მხრივ“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×