
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილ დარტყმებს აუქმებს, რადგან შეთანხმების „საბოლოო პუნქტები" დამტკიცებულია
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე დაგეგმილი დარტყმები გააუქმა. შესაბამის განცხადებას დონალდ ტრამპი Truth Social-ზე აქვეყნებს.
მიზეზად ტრამპი ასახელებს ირანთან მოლაპარაკებებს, რომელი მისი თქმით, ბოლომდეა მიყვანილი და დამტკიცებული.
ამასთან, ტრამპი ამბობს, რომ საზღვაო ბლოკადა დარჩება, ვიდრე ტრანზაქცია არ დასრულდება, ხელმოწერის დრო და ადგილი კი მალე გამოცხადდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები ირანის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონემდე იქნა მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანზე დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები.
განხილვები და საბოლოო პუნქტები, როგორც კონცეფციის, ასევე დეტალების თვალსაზრისით, დამტკიცებულია ყველა ჩართული მხარის მიერ, მათ შორის შეერთებული შტატების, ისრაელის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, თურქეთის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ქუვეითის, იორდანიის, ეგვიპტის და სხვა ქვეყნების მიერ.
საზღვაო ბლოკადა სრული ძალით დარჩება მანამ, სანამ ეს ტრანზაქცია არ დასრულდება - ხელმოწერის დრო და ადგილი მალე გამოცხადდება", - აღნიშნავს ტრამპი.