რეზონანსი
11.06.2026

საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის 15-წლიანი დიპლომატიური სამსახურის რეფორმირების წინადადებებს განიხილავენ, რათა ბლოკმა გეოპოლიტიკურ კრიზისებზე უფრო ეფექტიანი რეაგირება შეძლოს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზი, ბერლინი და ევროკავშირის სხვა დედაქალაქები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ, მათ შორის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის უფლებამოსილების შემცირებას. ასევე, საუბარია მის დაქვემდებარებაში არსებული საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის (EEAS) ნაწილის ფუნქციების ევროკომისიასა და წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილებაზე.

Financial Times-ის ცნობით, რომელიც საკითხზე ინფორმირებულ ხუთ მაღალჩინოსანს ეყრდნობა, აღნიშნული ინიციატივები ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ინსტიტუციური მოწყობის გადახედვას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×