რეზონანსი
10.06.2026

„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა“, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით.

მინისტრის თქმით, სარკინიგზო მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთის პროფესიული სასწავლებლები უკვე თანამშრომლობენ.

„ჩვენ ვართ ორიენტირებული, რომ ინტენსიურად გვქონდეს საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკები, უმაღლესი სასწავლებლების თანამშრომლების ხელშეწყობით მოხდეს ერთობლივი პროგრამების განხორციელება და ორმაგი დიპლომების გაცემა. სარკინიგზო მიმართულებით საქართველოსა და ჩინეთის პროფესიული სასწავლებლები უკვე თანამშრომლობენ. თბილისში კეთდება ჰაბი, რომელიც მთელ ამიერკავკასიის მიმართულებას მოემსახურება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×