რეზონანსი
10.06.2026

ოპოზიციურ ალიანსში მიმდინარე პროცესები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, საზოგადოებამ ისე უნდა უყუროს პროცესს, როგორც ფილმს „ცისფერი მთები“.

„ამის წინ ვთქვი, ისემც უქნიათ, დაუჭამიათ ერთმანეთი მეთქი და დაიწყეს კიდეც ერთმანეთის დაჭმა. ვუყუროთ. ამით მაინც მივიღოთ პატარა სიამოვნება. რასაც ისინი საკუთარ ქვეყანას უკეთებდნენ, ერთმანეთის მიმართ ახლა ზუსტად იმავეს აკეთებენ, ასე რომ, დავაკვირდეთ და დავტკბეთ. „ცისფერი მთებივით“ ვერ გაურკვევიათ, აქ არიან, თუ იქ [„ნაციონალური მოძრაობა“]. როგორც „ცისფერ მთებს“, ისე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც გვაყურებენ უკვე რამდენი ხანია, რაც საერთო ჯამში, გვახარებს იმ მხრივ, რომ გარე ძალები, რომლებიც ამ ხალხს აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან. ეს ცირკი მათ [ოპოზიციის] უკან ვინც დგანან, იმ ძალებზეც ხომ მეტყველებს?! 2024 წლის არჩევნებზე, ამათ არ დაუდგნენ გვერდზე?! რეზოლუციებს ამათთან შეთანხმებით არ აკეთებენ?!“ - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×